თელავის ევროპული სკოლის მოსწავლეებმა სამეცნიერო პროექტი შექმნეს
თელაველი ახალგაზრდები მონაწილეობდნენ თურქეთის რესპუბლიკის ქალაქ სტამბულში მიმდინარე საერთაშორისო კვლევითი პროექტების კონკურსში ,,MEF 25“, სადაც წარადგინეს ნაშრომი – Healing Ointment “Saperavi” – Ungventum “Vitis Vinifera L.” აღნიშნული პროექტი მომზადდა თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის ბაზაზე პედაგოგ დარეჯან მარგალიტაშვილის ხელმძღვანელობით.
,,პროექტი კონკურსზე წარადგინეს თელავის ევროპული სკოლის მოსწავლეებმა გიორგი ლეშკაშელმა და დავით ლაზარიაშვილმა. პროექტმა კონკურსის მონაწილეთა და ექსპერტთა ყურადღება და დაინტერესება გამოიწვია. ჟიურიმ მოსწავლეებს და პედაგოგს, ორიგინალური სამეცნიერო პროექტის შექმნისთვის, სერტიფიკატები და პრიზები გადასცა,’‘- განაცხადეს თელავის ევროპულ სკოლაში.