თელავისა და გერმანიის უნივერსიტეტებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
დოკუმენტს ხელი გერმანიაში მოეწერა. თესაუს საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსის თამარ ასლანიშვილის განცხადებით, მემორანდუმი ორ უნივერსიტეტს შორის სამეცნიერო და სასწავლო მიმართულებებით მჭიდრო თანამშრომლობას ითვალისწინებს.
თესაუსა და იადეს უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობა 2012 წელს დაიწყო პროექტ „სუტომას“ ფარგლებში, რომელსაც ევროკავშირი აფინანსებს.