იორმუღანლოში საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგებას ითხოვენ
მათი ინფორმაციით, სოფლებში წლებია, რაც წყლისა და საკანალიზაციო სისტემები გაუმართავია. ადგილობრივები ხელისუფლებას დასუფთავების პრობლემის მოგვარებასაც სთხოვენ.
,,ჩვენს თემში ძალიან ბევრი პრობლემაა. წყლისა და საკანალიზაციო სისტემის არ არსებობის გარდა, გვაქვს შიდა გზების, ამბულატორიის, ნაგვის ბუნკერების პრობლემები. ხორცის პროდუქტების მაღაზია მაქვს და კარი ვერ გამიხსნია და ფანჯარა, რომ მტვერი შემოდის შიგნით. ნაგავს კიდევ ვყრი ყუთებში და გამაქვს მერე. საკანალიზაციო პრობლემები მაინც მოგვიხსნან“, – განუცხადა Knews.ge-ს სეიმურ ალიევმა.