“დელტას” გენერალური დირექტორი თანამდებობიდან გაათავისუფლეს
თავდაცვის სამინიტროს ინფორმაციით, გათავისუფლება სეტყვის საწინააღმდეგო საშუალების გამოყენების საკითხს უკავშირდება. შეგახსენებთ, რომ თინათინ ხიდაშელის გადაწყვეტილებით, თავდაცვის სამინისტროს გენერალურ ინსპექციას კახეთის რეგიონში სეტყვის საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებასთან დაკავშირებით არსებული მდგომარეობის მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში შესწავლა დაევალა. აღნიშნული განცხადება უწყებამ ორი დღის წინ გაავრცელა. როგორც ცნობილია, კახეთის მოსახლეობა ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ”დელტამ” სეტყვის საწინააღმდეგო დანადგარები დროულად არ გამოიყენა. კახეთის რეგიონში სეტყვამ რამდენიმე სოფელი დააზარალა.