თელავი ეროვნული სამოსის დღეს შეუერთდა
მუნიციპალიტეტის შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან ცენტრალურ მოედნამდე ეროვნული სამოსში გამოწყობილმა თელაველმა ახალგაზრდებმა მსვლელობა გაიმართეს.
,,ღონისძიების ორგანიზატორია თელავის მერია და კახეთის ქორეოგრაფიის მოღვაწეთა კავშირი. ქალაქის მერიის სამსახურების წარმომადგენლები დღევანდელ ღონისძიებას შეურთდნენ“, – ცხადებენ მერიაში.
საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელების განმარტებით, ძალიან ბევრი სახელმწიფო საკუთარი კულტურისა და ისტორიის მსოფლიო მასშტაბით პოპულარიზაციას კოსტიუმირებული დღესასწაულებით ცდილობს.
,,თუ გავითვალისწინებთ, საქართველოში რამდენად მრავალფეროვანი და მაღალი კულტურული ღირებულების ეროვნული სამოსი არსებობს, ეროვნული სამოსის დღე საინტერესო და მიმზიდველია როგორც ქართველებისთვის, ასევე უცხოელებისთვისაც. ეროვნული სამოსის დღე მთელი მსოფლიოს მასშტაბით ყველა იმ ქვეყანაში გაიმართა, სადაც ქართველი ემიგრანტები ცხოვრობენ, რაც ასევე ზრდის ქართული კულტურის პოპულარიზაციის არეალს. ღონისძიებას არ აქვს მხოლოდ ერთი ასპექტი – სამოსი. ღონისძიების ფარგლებში პოპულარიზაცია გაეწია ყველა კუთხის წეს-ჩვეულებებს, მათ ტრადიციებს, სამზარეულოს, არქიტექტურას, ფოლკლორულ თუ ქორეოგრაფიულ ღირებულებებს. მათ შორის, პროექტის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანია, აიწიოს განათლების დონემ ოკუპირებული ტერიტორიების კულტურული ღირებულებებისა და მემკვიდრეობის შესახებ. აღნიშნული პროექტი სრულად აკმაყოფილებს საქართველოს ფუნდამენტურ კულტურულ ღირებულებას. აქედან გამომდინარე შეირჩა ღონისძიების სახელი – „ეროვნული სამოსის დღე”, – აცხადებენ საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელები.
შეგახსენებთ, რომ ეროვნული სამოსის დღე საქართველოში წელს პირველად გაიმართა.