სოფელ არხილოსკალოში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნება
,,საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობა დაიწყო მარტში და ექსპლოატაციაში თვის ბოლოს შევა. ჩვენი მუნიციპალიტეტი, თანადაფინანსების ფარგლებში, შენობის გარე ფასადს მოაპირკეთებს. საზოგადოებრივი ცენტრის სერვისებით რამდენიმე სოფლის მოსახლეობა ისარგებლებს და აღარ მოუწევთ შორი მანძილის გავლა“, – აცხადებს Knews.ge-სთან გოჩა კობაიძე.
საზოგადოებრივ ცენტრში მოქალაქეები ისარგებლებენ 200-ზე მეტი სერვისით. ასევე, შეიძლება მოეწყოს საჯარო განხილვები, დისკუსიები, სასწავლო კურსები და ტრენინგები, როგორც საქმიანი შეხვედრები, ასევე პრეზენტაციები, ლიტერატურული საღამოები და სხვა სახის ღონისძიებები.