ახალი ამბები

თელავში ახალშობილთა ყურის სკრინინგის პროგრამა დაინერგა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის” და აშშ–ს სმენისშეფასებისა და მართვის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები თელავის სამშობიარო სახლ „სიხარულს“ ეწვივნენ. მათ ახალშობილთა სმენის სკრინინგის შესახებ ტრენინგი ჩაატარეს. აღნიშნული პროგრამა აქამდე მხოლოდ თბილისში ხორციელდებოდა. 
„ახალშობილებში ერთ-ერთი ყველაზე მეტად გავრცელებულია სმენის პათოლოგია. ძალიან მნიშვნელოვანია მისი ადრეული დიაგნოსტიკა. დღეიდან ადრეული დიაგნოსტიკის შემთხვევებში შესაძლებელი იქნება ახალშობილების მკურნალობა. ეს მათ მისცემთ შესაძლებლობას, იცხოვრონ ჯამნრთელი ცხოვრებით“, – განუცხადა knews.ge-ს თელავის სამშობიარო სახლის მენეჯერმა ფიქრია ფირანიშვილმა.