ახალი ამბები

ქართულ სოკო ექსპორტზე დუბაისა და სომხეთში გავიდა

კომპნაიიის დირექტორი ვანო იოსელიანი ვარაუდობს, რომ მოთხოვნა შემოდგომაზე გაცილებით დიდი იქნება. ,,საერთოდ ამ პროდუქციას სეზონურობა ახასიათებს. ზაფხულში მოთხოვნა ყოველთვის მცირდება. თუ მაისში 30 ტონამდე ექსპორტი გვაქვს დაგეგმილი, ვიმედოვნებთ, რომ სექტემბრიდან ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაიზრდება”, – განაცხადა ვანო იოსელიანმა. 
მისივე ინფორმაციით, კომპანია ივნისში 150-160 ტონა კალმახა სოკოს სუბსტრატის ექსპორტს განახორციელებს. ,,თეთრი ქუდი” სამი სახეობის სოკოს: ქამას, კალმახასა და პორტობელოს აწარმოებს.
ახალ საწარმოში ქამა სოკოს სუბსტრატის მომზადება იქნება შესაძლებელი. ვანო იოსელიანის განმარტებით, სოკოს წარმოებისთვის საჭირო ეს ნედლეული ძირითადად შიდა მოხმარებისთვის იქნება განკუთვნილი.