სეტყვის საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენების საკითხს გენინსპექცია შეისწავლის
თინათინ ხიდაშელის უწყების ინფორმაციით, არსებული მდგომარეობის შესწავლა მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში მოხდება. როგორც ცნობილია, კახეთის მოსახლეობის ნაწილი ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ ”დელტამ” სეტყვის საწინააღმდეგო დანადგარები დროულად არ გამოიყენა. შეგახსენებთ, რომ ძლიერმა სეტყვამ საგარეჯოში 5, გურჯაანის 4 და სიღნაღის მუნიციპალიტეტის 2 სოფელი დააზარალა.
განსაკუთრებით რთული ვითარება იყო გურჯაანის რაიონის სოფელ ჩალაუბანში, სადაც სტიქიამ 150 ჰექტრამდე ვენახი გაანადგურა. სეტყვამ სოფლებში მარწყვის მოსავალი და ბოსტნეულიც გაანადგურა. სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა კახეთში 2015 წელს განთავსდა.