ჩინეთში ქართული გეოგრაფიული აღნიშვნა „ჭაჭა“ დარეგისტრირდება
ჩინეთის მრეწველობისა და ვაჭრობის სახელმწიფო ადმინისტრაციის მინისტრის მოადგილის ლიუ ჯუნშენის განცხადებით, ჩინეთის სასაქონლო ნიშნების უწყებას წინასწარი დადებითი გადაწყვეტილება აქვს „ჭაჭას“ რეგისტრაციის შესახებ.
ადგილწარმოშობის დასახელებების – „ხვანჭკარა“, „წინანდალი“, „ქინძმარაული“, რეგისტრაციის საკითხს შესაბამისი უწყებები დამატებით შეისწავლიან. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის გენადი არველაძის განმარტებით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ქართული ადგილწარმოშობის დასახელებების და გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვის მექანიზმების ამოქმედება უზრუნველყოფს ქართული ღვინის ცნობილი დასახელებების და ჭაჭის უკანონო გამოყენების აკრძალვას და მნიშვნელოვნად გაზრდის საქართველოში წარმოებული გეოგრაფიული აღნიშვნებით დაცული პროდუქციის ექსპორტს.