ახალი ამბები

გურჯაანში ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი ჩატარდება

ფესტივალი „თოფუზი” „ანიმაციის განვითარების ფონდის” ორგანიზებით ტარდება.
ღინისძიების მიზანია, ხელი შეუწყოს კინო დარგის, ანიმაციური ჟანრის განვითარებას საქართველოში, კრეატიული აზროვნების, გამოცდილების,ახალი ტექნოლოგიების, მუშაობის სტილის გაცნობა გაზიარებას, ურთიერთობების გამყარებას უცხოელ პარტნიორებთან, ახალი კონტაქტების დამყარებას და ქართული ანიმაციის ინტეგრაციას მსოფლიოში.
ფესტივალი ჩატარდება გურჯაანის კულტურის ცენტრის მანეჟში. 18 მაისს ბავშვები სპეციალისტებთან ერთად შექმნიან ანიმაციურ ფილმებს, ხოლო 19 მაისს მოეწყობა ფილმების ჩვენება. ღონისძიებაზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეეძლება. ფესტივალის ფარგლებში ქუჩაში მოეწყობა “ბარაბან შოუ” და სხვადასხვა გასართობი ღონისძიება.