კახეთის 13 სოფელს ენერგომომარაგება დროებით შეეზღუდება
სს ,,კახეთის ენერგოდისტრიბუციის” ცნობით, ელექტროენერგიის შეწყვეტის მიზეზი სს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის” მიერ ქვესადგურებზე ჩასატარებელი პროფილაქტიკური სამუშაოებია.
კომპანიაში აცხადებენ, რომ სამუშაოების დასრულებისთანავე სოფლებში ენერგომომარაგება აღდგება.
,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა” სიღნაღში ქვესადგურ ,,ხირსაში” პროფილაქტიკურ სამუშაოებს ჩაატარებს. აღნიშნულიდან გამომდინარე 18 მაისს 10:00 -დან 11:00 სთ-მდე ენერგომომარაგება შეეზღუდება მუნიციპალიტეტის სოფლებს: ძველ ანაგას, ყარაღაჯს, ხირსას და ხორნაბუჯს.
ასევე კურდღელაურის, გულგულის და ნაფარეულის ქვესადგურებში დაზიანებული იზოლატორების შეცვლასთან დაკავშირებით 06:00 -დან 14:00 სთ-მდე ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება თელავის მუნიციპალიტეტის სოფლებს: ვარდისუბანს, რუისპირს, ყარაჯალას, იყალთოს, ნაფარეულს, სანიორეს, ფშაველს, ლალისყურს და ართანას. ენერგომომარაგება, ასევე, შეუწყდებათ ქალაქ თელავში ალაზნის გამზირზე და მის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ორგანიზაციებს და საწარმოებს. სამუშაოების დასრულებისთანავე ქსელიდან გათიშულ აბონენტებს დენის მიწოდება აღუდგებათ,”– განაცხადეს ,,კახეთის ენერგოდისტრიბუციაში.”