ახმეტაში მერქნული მასალის გადამამუშავებელი საწარმო შენდება
კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციათა ქსელში აცხადებენ (CENN), რომ საწარმოში გამოუშვებენ ბრიკეტებს, რომელიც შემდგომში გაიყიდება.
მათივე თქმით, ახმეტის რაიონში იგეგმება ერთერთი საბავშვო ბაღი ენეგრო ეფექტური გათბობის სისტემით აღჭურვა. პროექტის მიზანია ტყეების ეკოსისტემების აღდგენის ხელშეწყობა და ბაზარზე ალტერნატიული საწვავის გამოჩენა რაც შეამცირებს ტყეზე უშუალო ზეწოლას.
“აღნიშნული ღონისძიება მნიშვნელოვანია ტყეების მდგრადი მართვისა და არსებული რესურსების ეფექტურად გამოყენების თვალსაზრისით. მშენებლობის პროცესს ეროვნული სატყეო სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე, სააგენტოს თანამშრომლები და კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციათა ქსელის (CENN) წარმომადგენლები ეწვივნენ და ადგილზე გაეცნენ მიმდინარე სამუშაოებს,”- განაცხადეს კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციათა ქსელში.
პროექტი ხორციელდება საქართველოს ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ, ახმეტის მუნიციპალიტთან და CENN-თან თანამშრომლობით. პროექტის პარტნიორია GIZ-გერმანიის თანამშრომლობის ფონდი.