სოფელ ბოდბესა და ტიბაანში თვალის უფასო გამოკვლევები ჩატარდება
ოფთალმიჯის საქველმოქმედო აქცია თვალის მიკროქირურგიის ჯავრიშვილის კლინიკა „ოფთალმიჯის“ მაღალკვალიფიციური ექიმები, სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობის ხელშეწყობით, საქველმოქმედო აქციის ფარგლებში, მოსახლეობას უფასო გამოკვლევებს ჩაუტარებს.
,,თვალის უფასო გამოკვლევები სოფლის ამბულატორიაში 11:00 საათზე დაიწყება. უფასო გამოკვლევები სიღნაღის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში-ვაქირსა და საქობოში, ასევე ქალაქ წნორში უკვე ჩატარდა. საჭიროების შემთხვევაში, პროგრამის ფარგლებში, ქალაქ წნორში აღნიშნული კლინიკის მობილური ჯგუფი ოპერაციებს ჩაატარებს”, – ამბობენ კლინიკაში.
21 მაისს კი, სოფელ ბოდბეში მოსახლეობას უფასო გამოკვლევებს კლინიკა „ენმედიცის“ ექიმები ჩაუტარებენ.
,,სოფლის ამბულატორიაში მოსახლეობას უფასო სამედიცინო – პროფილაქტიკური გამოკვლევები დილიდან ჩაუტარდება. საქველმოქმედო აქციის ფარგლებში მსურველებს საშუალება მიეცემათ ისარგებლონ ენდოკრინოლოგის, ბავშვთა ენდოკრინოლოგის, ნერვოლოგის, თერაპევტის, კარდიოლოგის, ოფთალმოლოგის, ოტორინოლარინგოლოგის, ანგიოლოგის მომსახურებით. გასინჯვისას ასევე განხორცილედება კლინიკურ-დიაგნოსტიკური და ექოსკოპიური გამოკვლევები. ჩვენი საქველმოქმედო აქცია მიმდინარეობს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა კურთხევით”, – განაცხადეს კლინიკაში.