ახალი ამბები

პანკისის ხეობის სკოლებში „მეწარმეობის“ საგნის სწავლება დაიწყება

როგორც knews.ge-ს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, პანკისის ორი სკოლის ბაზაზე „მინიკომპანიებიც“ შეიქმნება. მოსწავლეებს ექნებათ საშუალება, სასწავლო პროცესში რეალურად გამოსცადონ ბიზნეს იდეის ჩამოყალიბების, კომპანიის დაარსების, საქმიანობისწამოწყების, აწყობის და მართვის პროცესი.
„სკოლების ბაზაზე გაიხსნება სამინისტროს მიერ დაფინანსებული ინგლისური ენის წრეები, რაც ხელს შეუწყობს ინგლისური ენის ცოდნის დონის გაზრდას, ხეობაში ტურისტების მოზიდვის მიზნით, ინგლისურად მოლაპარაკე სერვის სექტორის განვითარებას. ბოლო წლებში ხეობის სკოლებში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი ამოქმედდა. კერძოდ, 2015 წელს ადგილობივი თემის გააქტიურების და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის მიზნით, პანკისის ხეობის სკოლებისთვის სამინისტრომ „სასკოლო ინიციატივების“ ფორმატში 12 პროექტი დააფინანსა (ჯამში-32 000 ლარამდე); სოციალური ინკლუზიის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში ამუშავდა კითხვის კლუბი, რომელიც აერთიანებს პანკისის ხეობაში მცხოვრებ ქისტ, ჩეჩენ და ახმეტის რაიონის საჯარო სკოლების მოზარდებს. ისინი ერთად განიხილავენ აქტუალურ თემებს, ამზადებენ სპექტაკლებს, მონაწილეობას იღებენ სასკოლო კონკურსებში; წარმატებით მუშაობს პროექტიც „კინო სკოლაში“, – განუცხადეს knews.ge-ს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საზოაგდოებასთან ურთიერთობის სამსახურში.