ახალი ამბები

საგარეჯოს რაიონში ელექტროშოკური აპარატით თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით, საგარეჯოს რაიონში, მდინარე იორზე, მოქალაქე ელექტროშოკური ზემოქმედების აპარატით თევზაობდა.  დეპარტამენტის კახეთის სამმმართველოს თანამშრომლებმა სამართალდარღვევის ჩადენის იარღები და უკანონოდ მოპოვებული თევზი დალუქეს. ელექტროშოკური ზემოქმედების აპარატით თევზჭერა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. მასალები შემდგომი რეაგირებისთვის შესაბამის ორგანოს გადაეგზავნება.