ახალი ამბები

თელავის სამ სოფელში 100 ჰექტარზე მეტი ტერიტორია დაისეტყვა

,,წუხელ, საღამოს საათებში წამოვიდა ძლიერი წვიმა,რასაც სეტყვა და ქარი მოყვა. დილას როგორც გავარკვიე ჩვენს სოფელში დაისეტყვა ბოსტნები და დაზიანდა ხეხილი,” – განუცხადა knews.ge-ს სოფელ აკურის მკვიდრმა ლია ბლუიშვილმა.

წუხელ მოსულმა სეტყვამ სოფლები ვანთა და ბუშეტიც დააზარალა. ჯამში სამივე სოფელში 100 ჰექტარზე მეტი ტერიტორია დაისეტყვა. მოსახლეობის განცხადებით, ვენახები დაზიანებული არ არის.

,,ბუშეტში, ძირითადად, დაისეტყვა მარწყვი და ხეხილის ბაღები. სოფელში ადრეული მარწყვის მოსავალი, ფაქტობრივად, სრულად განადგურდა. ვანთაში კი დაისეტყვა ატმის ბაღებიც”, – აცხადებს knews.ge-სთან სოფლის მოსახლეობა.