ახალი ამბები

კახეთში იტალიური კალიის წინააღმდეგ ქიმიური წამლობა დაიწყო

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, კვლევები რეგიონული მასშტაბისაა და მასში საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად USAID-ის უფროსი ტექნიკური მრჩეველი და პროექტის მენეჯერი იანენენეჰ ბელაინეჰი, აზერბაიჯანის, სომხეთისა და რუსეთის მცენარეთა დაცვის სამსახურების სპეციალისტები მონაწილეობენ. 
მიმდინარე კვლევებით შესაძლებელია, შეფასდეს არსებული რისკები და დაიგეგმოს მავნებლის საწინააღმდეგო ეფექტიანი ღონისძიებები. გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ორგანიზებით და დაფინანსებით, საქართველო-აზერბაიჯანისა და საქართველო-რუსეთის საზღვარზე კვლევები ყოველწლიურად ხორციელდება. 
”იტალიური კალია საშიში საკარანტინო მავნებელია, რომელიც მწვანე საფარს და ნარგავებს ანადგურებს. 
სურსათის ეროვნული სააგენტო მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებებს ყოველწლიურად ატარებს. წელს ქიმიური წამლობა მაისის ბოლოს არის დაგეგმილი, რაც უზრუნველყოფს სასოფლო-სამეურნეო ნათესების დაცვას განადგურებისაგან და ქვეყნის ფიტოსანიტარიული მდგომარეობის კეთილსაიმედოობას.
სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, ნათესებში კალიის გამოჩენის შემთხვევაში მიმართოს სააგენტოს რეგიონულ სამმართველოს ან დარეკოს ცხელ ხაზზე: 247 01 01″, -განაცხადეს სურსათის ეროვნულ სააგენტოში.