ახალი ამბები

სეტყვამ ბუშეტში მარწყვისა და ატმის ბაღები 100%-ით გაანადგურა

„სეტყვამ ბუშეტში მარწყვის და ატმის ბაღები ბაღები მთლიანად გაანადგურა. სეტყვა დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა. მოსავალი 150 ჰექტარზე 100%-ით დაისეტყვა. სეტყვა დღეს შუადღესაც განმეორდა“, – განუცხადა knews.ge-ს პაატა გიორგაძემ. 
ძლიერი სეტყვა იყო ვანთაშიც. ადგილობრივების განცხადებით, სეტყვა დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა. ატმისა და მარწყვის ბაღების გარდა, სოფელში ვენახებიც დაისეტყვა. სტიქიის შედეგად დაზარალებულები ხელისუფლებას დახმარებას და სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის ამოქმედებას სთხოვენ. 
„სეტყვამ მოსავალი მიწასთან გაასწორა. ბანკიდან ვალები ავიღეთ. არ ვიცით, რით უნდა დავფაროთ დავალიანება. ვენახები შედარებით გადარჩა. სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა მაინც აამოქმედონ“, – განაცხადეს ადგილობრივებმა. 
როგორც knews.ge-სკომპანია ”დელტაში” განუცხადეს, წელს სეტყვასაწინააღმდეგო სისტემა მაისის ბოლოდან ამოქმედდება.