ხვალ კახეთში ავტოსატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება
როგორც knews.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საპატრულო პოლიციამ მარათონის მონაწილეთა და სტუმრების ავტომანქანების პარკირებისთვის სტარტის მიმდებარე ტერიტორიაზე სპეციალური ადგილი გამოყო.
ხვალ საქართველო მსოფლიოსთან ერთად კვლავ ირბენს. სპორტის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური საქველმოქმედო ღონისძიება, მსოფლიო რბენა 8 მაისს, კახეთში, ლოპოტის გადასახვევიდან კავკასიონის ქედის გაყოლებით უკვე მესამედ გაიმართება.