ახალი ამბები

წნორში დაკარგული ქალი მოკლული იპოვეს

 გარდაცვლილის ოჯახის წევრების განცხადებით, ის 4 მაისს წნორის ცენტრიდან დაიკარგა. მათი ინფორმაციით, ქალბატონი მაშინ გაუჩინარდა, როდესაც სამსახურიდან სახლში ბრუნდებოდა. ის წნორის ერთ-ერთ ქუჩაზე შენიშნეს, ბოლოს კი მიკროავტობუსში დაინახეს. ის კარების გახსნას ცდილობდა. მოგვიანებით მეზობლებმა დაკარგული ქალის ფეხსაცმელი სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე იპოვეს. ახლობლების განცხადებით, ელზა გელაშვილმა ერთ-ერთი ბანკიდან ფული გამოიტანა და მისი კვალიც ამის შემდეგ დაიკარგა. 
„ის არასოდეს უცხოს მანქანაში არ ჩაჯდომია. ჩემი რძალი ბოდბიდან არის. როგორც თქვეს, იმ კაცის მეუღლეც ყოფილა ბოდბიდან. როგორც ჩანს ის ნაცნობი იყო და იმიტომ ჩაუჯდა. ელზა გაჩერებაზე იდგა და იქიდან წამოუყვანია, ნახევარ კილომეტრში შესასვლელში შეუყვანია, ამას წინააღმდეგობა გაუწევია. იმ კაცს ელზასთვის ქვა ჩაურტყამს“, – განაცხადა ელეონორა გელაშვილმა. 
გარდაცვლილი ელზა გელაშვილის ნათესავები ამბობენ, რომ მკვლელობასი ეჭვმიტანილმა რამდენიმე წლის წინაც მოკლა კიდევ ერთი ქალი, რი გამოც ის სასჯელს იხდიდა, თუმცა ამნისტიის შედეგად ის პატიმრობიდან გათავისუფლდა. 
„ზუსტად ამ მეტსახელით ზემო ბოდბელმა იმავე მოტივით მოკლა ქალი. მას საერთო ამინისტია ეეხო და ციხიდან გამოვიდა. რაიონში ამბობენ, რომ ამან უამრავი ადამიანი მოკლა“, – აღნიშნა მარინა შაიშმელაშვილმა. 
როგორც knews.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, პოლიციამ განზრახ მკვლელობის ბრალდებით წარსულში მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევი მამაკაცი დააკავა.