დასეტყვილია კახეთის რამდენიმე სოფელი
სეტყვა დღის განმავლობაში რამდენიმე ტერიტორიაზე განმეორდა. გურჯაანის რაიონში – ველსიციხე, შაშიანი, კალაური და ვაჩნაძიანი დაისეტყვა. ზარალი მიადგა თელავის თემის რამდენიმე სოფელსაც. როგორც knews.ge -ს დაზარალებულებმა განუცხადეს, ზარალის ზუსტი ოდენობა ჯერ უცნობია, თუმცა სტიქიის ზონაში სასოფლო-სამეურნეო კულტურების 30% ზე მეტი განადგურდა.