სტატიები

შეხვედრა ირლანდია-საქართველოს სავაჭრო პალატის წარმომადგენლებთან

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები გოჩა ცოფურაშვილი და იური ნოზაძე ირლანდია-საქართველოს სავაჭრო პალატის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

შეხვედრის მიზანი საქართველოს სოფლის მეურნეობის საინვესტიციო გარემოს გაცნობა და ორ ქვეყანას შორის მჭიდრო ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების  შესაძლებლობების განხილვა იყო.

შეხვედრაზეგოჩა ცოფურაშვილმა სავაჭრო პალატის წარმომადგენლებს სოფლის მეურნეობის განვითარების 2015-2020 წლებისსტრატეგია გააცნო. მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილაევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცისშესახებ შეთანხმების (DCFTA) ფარგლებში აღებულ ვალდებულებებზე და ამმიმართულებით გატარებულ და დაგეგმილ ღონისძიებებზე. გოჩა ცოფურაშვილმა სავაჭრო პალატის წარმომადგენლებსსამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი უწყებების საქმიანობის შესახებ მიაწოდა დეტალური ინფორმაცია.

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ ყურადღება გაამახვილა დარგობრივი მიმართულებების განვითარებისა  და განათლების  კუთხით გამოცდილების გაზიარებისა და თანამშრომლობის მნიშვნელობაზე.

სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას ქვემო ქართლის გუნერნატორი პაატა ხიზანიშვილიდა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე მიხეილ სოხაძეესწრებოდნენ.

 

 

სოფლის მეურნეობის სამინისტრო (R)