მთის არხის რეაბილიტაცია დასრულდა
რეაბილიტაციის ფარგლებში გაიწმინდა მაგისტრალური არხი, მოეწყო ახალი მილხიდები, აღდგა სხვა ჰიდროტექნიკური ნაგებობები და დღეისათვის არხის რული დატვირთვით ფუნქციონირებს. ჩატარებული სამუშაოების შედეგად, მარნეულის მუნიციპალიტეტის 5 სოფლის მოსახლეობა 620 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის მოსარწყავად ისარგებლებს აღდგენილი საირიგაციო სისტემით.
2012 წლის შემდეგ წყალუზრუნველყოფილი მიწის ფართობი ქვემო ქართლის რეგიონში 24 500 ჰექტრიდან 43 800 ჰექტრამდეა გაზრდილი.
დღეისათვის შპს „საქართველოს მელიორაცია“ ქვემო ქართლის რეგიონში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 7, ხოლო ქვეყნის მასშტაბით 25 სარეაბილიტაციო პროექტს ახორციელებს.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაცია (R)