ახმეტის გამგეობასა და საკრებულოში ექვს ვაკანსიაზე კონკურსი გამოცხადდა
როგორც Knews.ge-ს ახმეტის მუნიციპალიტეტის საკონკურსო-საატესტაციო კომისიაში განუცხადეს, კონკურსში მონაწილეობის მსურველებს რეგისტრაციის გავლა საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ გვერდზე (hr.gov.ge) 12 მაისამდე შეეძლებათ. ახმეტის გამგეობასა და საკრებულოში ვაკანტურია შემდეგი პოზიციები:
საკრებულოს აპარატის წამყვანი სპეციალისტი (საქმისწარმოების საკითხებში);
გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის ადამიანური რესურსების მართვის და ადმინისტრაციულ ერთეულებთან ურთიერთობის კოორდინაციის განყოფილების სპეციალისტი (კასრისწყალის ადმინისტრაციულ ერთეულში);
ქონების მართვის, ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკის, ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის, ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, მშენებლობისა და არქიტექტურის განყოფილების უფროსი;
შიდა აუდიტის სამსახურის წამყვანი სპეციალისტი (მონიტორინგის საკითხებში);
შიდა აუდიტის სამსახურის მთავარი სპეციალისტი (აუდიტის საკითხებში);
საფინანსო-საბიუჯეტო და მუნიციპალური შესყიდვების სამსახურის საფინანსო-საბიუჯეტო განყოფილების მთავარი სპეციალისტი (საბიუჯეტო საკითხებში).
ვაკანტურ ადგილებზე ხელფასი 350-დან 810 ლარამდე მერყეობს. კონკურსი ჩატარდება სამ ეტაპად, რომელიც საბუთების გადარჩევას, ტესტირებასა და გასაუბრებას მოიცავს. საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსის ტესტები შედგება 60 კითხვისგან, რომელიც მოიცავს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსს, საჯარო სამსახურის შესახებ კანონს, ევროპულ ქარტიას ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ, ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსს და ზოგად უნარებს.
კონკურსანტებმა მესამე ეტაპზე გადასასვლელად 51%-იანი ზღვარი უნდა გადალახონ.
„კანდიდატს უფლება აქვს, განაცხადი ერთდროულად 5 ვაკანსიაზე წარადგინოს.იმ კონკურსანტებს, რომლებმაც ტესტირებაზე 31 ქულა მიიღეს ანუ გადალახეს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, მაგრამ საკონკურსო-საატესტაციო კომისიამ არც ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე არ შეარჩია, კონკურსის მეორე ეტაპზე მიღებული ქულები შეუნარჩუნდებათ“, – განუცხადეს Knews.ge-ს ახმეტის მუნიციპალიტეტის საკონკურსო-საატესტაციო კომისიაში