ახალი ამბები

ლაგოდეხი ტურისტულ სეზონს მოუმზადებელი ხვდება

 მისივე ინფორმაციით, ლაგოდეხით კერძო ინვესტორები ინტერესდებიან, თუმცა კონკრეტული ინვესტიციები არ იდება. 
„ინვესტორები მოდიან, აქვთ სურვილი რეგიონის განვითარების. მაგალითად 2 ადგილობრივი ინვესტორია, რომლებსაც სურთ, ლაგოდეხის ტყე-პარკის მიმდებარე ტერიტორიას რეაბილიტაცია ჩაუტარდეს, ააშენონ გასართობი ობიექტები, თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ რაიონში წყლის სისტემები გაუმართავი იყო, აქამდე ყველა ინვესტორი კონკრეტული პროექტების განხორციელებისგან თავს იკავებდა,” – განაცხადა კახა ჯამბურიამ.
მისი თქმით, მიმდინარე ზაფხულის სეზონისთვის ტურისტებს მნიშვნელოვანი სიახლე არ ელოდებათ, თუმცა მომავალი სეზონისთვის რამდენიმე ინფრასტრუქტურული პროექტი, მათ შორის, ფეხბურთის ფედერაციის საკუთრებაში არსებული სტადიონის რეაბილიტაცია განხორციელდება.
,,სამომავლოდ დაგეგმილია პოლონეთის საელჩოსთან ერთად ლაგოდეხის დენდროლოგიურ პარკში ერთობლივი ღონისძიებების და პროექტების განხორციელება, რაც გახდება საფუძველი სამომავლოდ ლაგოდეხში პოლონეთიდან ტურისტების ზრდისა”, – აღნიშნა ჯამბურიამ.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებლის განმარტებით, წლების განმავლობაში რაიონში მოუწესრიგებელი იყო წყალგაყვანილობის სისტემები, ამ დროისთვის კი მიმდინარეობს მუშაობა და 2016 წლის ბოლომდე რაიონში წყალთან დაკავშირებული ყველა პრობლემა აღმოიფხვრება. ამისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 9 მილიონი ლარი იხარჯება.