“ივანიშვილის მთავრობამ ქვეყანა გააღარიბა”
მისი განცხადებით, ხელისუფლებამ მოსახლეობა გააღარიბა, უმუშევართა რაოდენობამ კი მკვეთრად მოიმატა. ,,კახეთის რეგიონის კოორდინატორთან გიორგი ბოტკოველთან ერთად ლაგოდეხელების პრობლემებს გავეცანით. ივანიშვილის მთავრობამ ქვეყანა გააღარიბა და კრიზისში შეიყვანა. გაზრდილია უმუშევართა რიცხვი, მათ შორის რეგიონში მცხოვრებლების კუთხითაც. ამ მთავრობამ წარმატებით მოახერხა მხოლოდ ხელფასებისა და პრემიერის გაზრდა”, – განაცხადა ბაქრაძემ.