სოფელ ვეჯინში საავტომობილო მოძრაობა აღდგა
შეგახსენებთ, რომ ვეჯინის ავტომაგისტრალზე კომპანია ,,ვისოლის“ კუთვნილი ბენზინმზიდი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამობრუნდა. შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა. ,,კახეთის საგანგებო სიტუაციების“ უფროსის გიორგი გეთიაშვილის განცხადებით, საწვავი გზაზე იღვრებოდა და ხანძრის გაჩენის დიდი საშიშროება არსებობდა.
,,ჩვენს მიერ მოხდა საწვავის ავზისა და მიმდებარე ტერიტორიების გაგრილება სპეციალური ქაფით, რათა თავიდან აგვეცილებინა აალება. სახანძრო სამსახურის მიერ გაწმენდილია ქუჩები და მოძრაობაც აღდგა“, – განაცხადა გეთიაშვილმა.
ადგილზე მობილიზებული იყვნენ საპატრულო პოლიცია, სახანძრო და სამაშველო სამსახურები.