გურჯაანში ბზის დიდი ნაწილი განადგურდა – ფოტოკოლაჟი
დაავადება ,,ბზის ალურა” სოფლებში უკვე გავრცელებულია. ბზის მავნებელი პეპლის მატლები იკვებებიან მცენარის ფოთლებით, რაც მის განადგურებას იწვევს. მოსახლეობა მცენარის გადასარჩენად დახმარებას ითხოვს.
გარემოსდამცველები განმარტავენ, რომ აღნიშნულმა დაავადებამ შესაძლოა ბზა მთლიანად გაახმოს.