ახალი ამბები

თელავში გარემოსდაცვითი ახალგაზრდული სამიტი გაიმართება

,,გარემოსდაცვითი ახალგაზრდული სამიტი არის უნიკალური შანსი თელავის მუნიციპალიტეტის 15-18 წლის მოსწავლეებისთვის, გამოიმუშავონ მოლაპარაკების, დებატების, პრეზენტაციის დადილემურ სიტუაციებში გადაწყვეტილების მიღების უნარი. სამიტის მიმდინარეობისას შემოთავაზებული იქნება განსხვავებული სტილის საკომიტეტო და სხდომითი სამუშაოები. გარემოსდაცვითი ახალგაზრდული სამიტი არის სწავლების უნიკალური მეთოდი, რომელიც გარდა მნიშვნელოვანი უნარებისა, დელეგატებს მისცემს საშუალებას შეისწავლოს სხვადასხვა გარემოსდაცვითი საკითხები“, – ნათქვამია განცხადებაში. 

სამიტის ჩატარების თარიღია 22 მაისი, 2016 წელი. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ მითთებული ლინქი