კახეთში სკოლამდელი და სასკოლო დაწესებულებების კვების ბლოკების შემოწმება დაიწყო
სურსათის ეროვნული სააგემტოს ინფორმაციით, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ქვეყნის მასშტაბით 313 საბავშვო ბაღის კვების ბლოკი და 54 სკოლის ბუფეტი შემოწმდა. უწყების ცნობით, გეგმიური და არაგეგმიური ინსპექტირებების შედეგად კრიტიკული შეუსაბამობები არ გამოვლენილა.
,,სკოლამდელი და სასკოლო დაწესებულებების კვების ბლოკების შემოწმებების რაოდენობის ზრდის პარალელურად მცირდება დარღვევებიც. 2015 წელს და 2016 წლის პირველ კვარტალში შემოწმებებისას სააგენტოს სპეციალისტების მიერ გაიცა სხვადასხვა სახის რეკომენდაცია, თუმცა საწარმოო პროცესი არც ერთს შეუჩერდა. აგრეთვე, ინფრასტრუქტურისა და ჰიგიენური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, სარეაბილიტაციო სამუშაოები მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს. ჩვენი რეკომენდაციების საფუძველზე, საბავშვო ბაღებში აღარ გამოიყენება ალუმინის ჭურჭელი, გაუმჯობესდა წყალომომარაგება და გაიზარდა მომსახურე პერსონალის ცნობიერება ჰიგიენის საკითხებთან დაკავშირებით”, – განაცხადეს სურსათის ეროვნული სააგენტოში.