ახალი ამბები

კახეთში პირველი ღვინის სპა გაიხსნება

კომპანიის დირექტორის როლანდ ბურდიაშვილის განცხადებით, სპა პროცედურა მასაჟს, საუნასა და აუზს ითვლისწინებს და ყველა პროცედურა ღვინოსთან იქნება დაკავშირებული. მისივე თქმით, ერთი სპა პროცედურის ღირებულება 100 ლარი იქნება.
გამოცემა Georgia Today-ს ინფორმაციით, სპას მშენებლობა კომპანიას 100 ათასი დოლარი დაუჯდა. “შუხმან ვაინს ჯორჯია” თელავის რაიონის სოფელ კისისხევში რამდენიმე წლის წინ ამოქმედდა. მისი დამფუძნებელი და ინვესტორია გერმანელი მეცენატი ბურხარდ შუხმანი, რომლის თაოსნობით აშენდა თანამედროვე ტექნოლოგიური საწარმო, ღვინის მარანი და განახლდა სასტუმრო “შატო შუხმანი“. კომპანია ყოველწლიურად 2 მილიონ ბოთლამდე ღვინოს აწარმოებს და მისი პროდუქცია მსოფლიოს 20-ზე მეტ ქვეყანაში იყიდება.