გურჯაანში ახალგაზრდა მამაკაცი ტყეში გარდაცვლილი იპოვეს
ადგილობრივები ამბობენ, რომ მამაკაცი იმყოფებოდა ტყეში შეშის მოსაჭრელად, რა დროსაც ხე დაეცა და ადგილზე გარდაიცვალა. გარდაცვლილი მამაკაცი ტყეში შეშისმჭრელებმა იპოვეს.
სოფელ ვაჩნაძიანში გამგებლის წარმომადგენლის, ზაქარია მენაბდიშვილის განცხადებით, ივანე ფოცხვერაშვილი ტყეში მარტო იმყოფებოდა.
Knews.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება დაიწყო საქართველოს სსკ-ის 115 მუხლით, რაც პირის თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.