15 წლის თელაველი გოგონას ოჯახი დახმარებას ითხოვს
ექიმებმა ვიკას დაუდგინეს კუნთების პროგრესული დისტროფია, რის გამოც დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეუძლია და ეტლით სარგებლობს. ვიკას ოჯახის წევრების განცხადებით, გოგონას აღენიშნება ხერხემლის დეფორმაცია, რაც მის სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის.
მათივე თქმით, ვიკას ესაჭიროება საზღვარგარეთ სასწრაფო ოპერაცია, რისი თანხაც ოჯახს არ გააჩნია.
„საქართველოს საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის ასოციაციის“ წევრის, ნინო პაატაშვილის ინფორმაციით, გოგონას დასახმარებლად, 27 აპრილს, თელავის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, საქველმოქმედო კონცერტი ჩატარდება.
,,7-8 წლის წინ, ასე მოვინდომეთ და ერთ ოჯახს ბინა ვუყიდეთ. ახლაც, გვინდა შევიკრიბოთ, ერთად დავესწროთ საქველმოქმედო კონცერტს ვიკას მხარდასაჭერად და დასახმარებლად. ბილეთების შესაძენად გთხოვთ დამირეკეთ 593334224. მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი თანადგომა. ვიკა სწავლობს სკოლაში. თავისუფალ დროს მოხალისედ მუშაობს ჩვენს ორგანიზაციაში – შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებთან: ამუშავებს ვიდეო მასალებს, რაც სპეციალისტებს ეხმარება ბავშვებთან მუშაობისას, ძალიან აქტიური გოგონაა”,- წერს ნინო პაატაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.
ვიკას დასახმარებლად საქართველოს ბანკში გახსნილია ანგარიში: GE70BR0000010893242137
მიმღები: ვიკას დედა ციალა ხუროშვილი.