ახალი ამბები

იორმუღანლოში ახალგაზრდები სტადიონისა და სკვერის მოწყობას ითხოვენ

ისინი იორმუღანლოს თემში გასართობი ცეტრის, ახალგაზრდული კლუბისა და სკვერის გახსნის აუცილებლობაზეც საუბრობენ. ახალგაზრდები ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებას, ამ მიმართულებით, ბიუჯეტიდან ფინანსური სახსრების გამოყოფას სთხოვენ. 
,,გასართობი ცენტრი არ გვაქვს ამხელა სოფელში. არც კულტურის სახლია, არც სტადიონი, რომ ფეხბურთი მაინც ვითამაშოთ. მარტო სკოლაშია სტადიონი და იქ როგორ ვითამაშებთ? გვინდა, რომ რამე გასართობი ცენტრი აშენდეს სოფელში, რომ გამოვდივართ სახლიდან და ბირჟაზე ვდგევართ, რა გავაკეთოთ რითი გავერთოთ, არც დასაქმებულები ვართ, რომ შემოსავალი გვქონდეს. ჩვენს სოფელში ყველაფერი პრობლემაა. ეხლა მაინც გაგვიხსნას მთავრობამ გასართობი ცენტრი ან სტადიონი მაინც მოგვიწყონ, ჩვენს სოფლეში არც სკვერია და არც დასასვენებელი პარკი“, – განუცხადა knews.ge-ს იორმუღანლოს მკვიდრიმა თაჯირ ჯალილოვმა.