საგარეჯოს 12 სოფელში ახალგაზრდული კლუბები გაიხსნება
პროექტი დაფინანსებულია მსოფლიო ბანკის მიერ და მას არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანი გაჭირვებაში“ ახორციელებს.
,,ახალგაზრდების ჩართულობისა და სოციალური ანგარიშვალდებულების პროექტის ფარგლებში განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტის და ახალგაზრდულ საკითხთა სამსახურის, ჩვენი და ახალგაზრდული კომიტეტის ერთობლივი მუშაობით შედგა სამოქმედო გეგმა. გეგმის მიხედვით, საგარეჯოს 12 სოფელში – გიორგიწმინდაში, გომბორში, კოჭბანში, უჯარმაში, ხაშმში, იორმუღანლოში, შიბლიანში, კაკაბეთში, მზისგულში, მანავში, ვერხვიანსა და უდაბნოში უნდა შეიქმნას ახალგაზრდული კლუბები შესაბამისი საოფისე ინვენტარით და კომპიუტერული ტექნიკით აღჭურვილი“, – განუცხადეს Knews.ge-ს ორგანიზაციის წარმომადგენლებმა.