ახალი ამბები

თელავში ანიმაციური ფილმების ფესტივალი გაიხსნა

ფილმების ფესტივალის ფარგლებში თელავისა და ზუგდიდის ანიმაციის სასწავლო სტუდიის მოსწავლეები ერთობლივად მუშაობენ ახალ ანიმაციურ ფილმზე. ფესტივალის დასასრულს კი, ფილმის ავტორები წარადგენენ საკუთარ პროექტებს. ანიმაციური ფილმების პროექტის მთავარ მიზანს საქართველოს ყველა რეგიონში ანიმაციური ფილმების პოპულარიზაცია და განვითარება წარმოადგენს. აღნიშნული ფესტივალი თელავის ადგილობრივი თვითმმართველობის ხელშეწყობით ქალაქში უკვე მერვედ ტარდება და მასში, როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, უფრო მეტი ახალგაზრდა იღებს მონაწილეობას.