ღვინის მარნებისთვისთვის სახელობითი დაფები მომზადდება
ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, ღვინის ტურიზმის ობიექტების ელექტრონულ ბაზას ემატება ახალი ობიექტები და რეკომენდირებული მარნებისთვის მომზადდება მიმართულების მანიშნებლები, სახელობითი დაფები და საინფორმაციო სარეკლამო მასალები (ღვინის რუკა, გზამკვლევი). რეკომენდირებული მარნების შესახებ ინფორმაციას ტურიზმის საინფორმაციო ცენტრები უფასოდ გაავრცელებენ. მთავარ საავტომობილო გზებზე განთავსდება მიკრო ზონების (ადგილქარმოშობის ღვინოების) აღნიშვნელი ნიშნები.
,,ჩვენ წელს დავიწყეთ პროექტ ,,ღვინის გზის“ მეორე მნიშვნელოვანი და მასშტაბური ეტაპი, რომელიც გულისხმობს ღვინის ტურიზმისთვის საინტერესო ობიექტების და ახალი მარნების დამატებას. პროექტის ფარგლებში ობიქტების პერსონალიც გადამზადდება”, – განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, გიორგი ჩოგოვაძემ.
მისივე განცხადებით, 7-9 სექტემბერს საქართველოში ჩატარება ღვინის საერთაშრისო კონფერენცია.
,,კონფერენცია კიდევ ერთხელ მოგვცემს საშუალებას, რომ ფართო საზოგადოებას გავაცნოთ ქვევრში ღვინის დაყენების ჩვენი უძველესი ტრადიცია,“- აღნიშნა ჩოგოვაძემ.