ახალი ამბები

16 აპრილს ლაგოდეხში რაგბის რეგიონული ფესტივალი გაიმართება

ღონისძიება 12:00 საათზე დაიწყება და მასში მონაწილეობას მიიღებენ როგორც ადგილობრივი, ისე კახეთის რეგიონის სხვადასხვა რაიონიდან ჩამოსული სპორტსმენები. ფესტივალი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდობის საქმეთა და სპორტის განვითარების ცენტრის ინიციატივით იმართება.