ახალი ამბები

მიწის რეგისტრაციისას აზომვითი ხარჯები ბიუჯეტიდან დაფინანსდება

როგორც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფოს ქონების ეროვნულ სააგენტოში განაცხადეს, საამზომველო კომპანიებიმა სპეციალური კითხვარის შევსება რამდენიმე დღეა დაიწყო. 
,,მათ უნდა შეავსონ სპეციალურად მომზადებული ონლაინ კითხვარი. ჩვენ გვაქვს შეთავაზება კონკრეტული ფასებით. გაიმართა შეხვედრა ამზომველებთან, რომელთა მთავარი მიზანი იყო მათი პრობლემების მოსმენა და შენიშვნების გათვალისწინება. ამ ეტაპზე დეტალების დაზუსტება მიმდინარეობს, ამზომველების ჩართულობა დიდია და ჩვენ ვცდილობთ, ყველა მოსაზრება გავითვალისწინოთ”, – განაცხადეს სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში.
უწყების ცნობით, მონაცემების დამუშავებისა და ბაზრის კვლევის შემდეგ უკვე კონკრეტული დეტალები გახდება ცნობილი.
საქართველოს ტერიტორიაზე არსებული უფლებადაურიგესტრირებელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების საკადასტრო აზომვითი ნახაზების მომზადების ხარჯებს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს დაფარავს.