ახალი ამბები

სირიაში გარდაცვლილ პანკისელ ვახა ბუგიევს 3 შვილი დარჩა

პანკისის ხეობის სოფელ დუისის ადმინისტრაციული ერთეულის ხელმძღვანელის, თამარ მარგოშვილის განცხადებით, გარდაცვლილს ჰყავს მეუღლე, რომელიც სოფელ ომალოს მკვიდრია და 3 შვილი. პანკისის ხეობის მაცხოვრებლები აღნიშნავენ, რომ ბუგიევი ტერორისტული დაჯგუფების რიგებში იბრძოდა და ის ერთ-ერთ საჰაერო იერიშს ემსხვერპლა. ადგილობრივების ინფორმაციით, ის სირიაში საბრძოლველად 2015 წელს წავიდა, თუმცა ბუგიევის მიერ საზღვრის გადაკვეთის შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ. 
“ვიცოდი, რომ წინუბანში ცხოვრობდა, სირიაშიც, მგონი, რამდენიმეჯერ საომარ ოპერაციებშიც მონაწილეობდა და დღეს გავიგე, რომ დაღუპულა,“ – განაცხადა პანკისის ხეობის უხუცესთა საბჭოს წევრმა, ხასო ხანგოშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ვახა ბუგიევი უკვე საქართველოს მე-15 მოქალაქეა, რომელიც ე.წ “ისლამური სახელმწიფოს” მხარეს ბრძოლის დროს გარდაიცვალა.