სოფელ ჩალაუბნის მოსახლეობა განახლებული გზით ისარგებლებს
ინფრასტრუქტურულ პროექტში, რომელიც მუნიციპალური განვითარების ფონდისა და მსოფლიო ბანკის დაფინანსებით განახორციელდა 950 675,00 ლარი დაიხარჯა.
,,ჩვენი სოფლის გზა 70-იანი წლების შემდეგ არ შეკეთებულა, რის გამოც ის მწყობრიდან იყო გამოსული და გადაადგილების პრობლემებს გვიქმნიდა. ფეხით მოძრაობისთვისაც ცუდი იყო და სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაასადგილებლადაც”, – აცხადებს მოსახლეობა.
პროექტის ფარგლებში, 4 კმ-იანი ამორტიზებულ გზას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. დაიგო ასფალტ-ბეტონის საფარი, მოეწყო სანიაღვრე არხები, მოსახლეობისთვის გაკეთდა ეზოში შესასვლელები.
,,სამშენებლო სამუშაოზე 40 ადამიანი იყო დასაქმებული. გზის რეაბილიტაციის შედეგად, ჩალაუბნის მოსახლეობა, სადაც 1200 მოსახლე ცხოვრობს, უსაფრთხოდ და კომფორტულად შეძლებს გადაადგილებას”, – განაცხადა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ ილია დარჩიაშვილმა.