ახალგაზრდების მოსაზრებები ვიზა ლიბერალიზაციათან დაკავშირებით- გამოკითხვა საგარეჯოში
გამოკითხული ახალგაზრდების უმრავლესობის განცხადებით, ევროპის ქვეყნებთან სავიზო რეჟიმის გაუქმება ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, ახალგაზრდებს კი უცხოეთის ქვეყნებში განათლების მიღების შესაძლებლობას მისცემს.
,,ახალგაზრდებისთვის ეს დადებითის მომტანი იქნება, რადგან მათ საშუალება მიეცემათ, თავისუფლად გავიდნენ ევროპის ქვეყნებში და მიიღონ მაღალი დონის განათლება. აუცილებელია, სახელმწიფოს მიერ იყოს ისეთი ბერკეტი შემუშავებული, რომ ისინი უკან დაბრუნდნენ და მიღებული ცოდნა და გამოცდილება ქვეყანას მოახმარონ”-განუცხადა knews.ge-ს საგარეჯოს #4 საჯარო სკოლის მოსწავლემ დიტო დარბაისელმა.