დედაენის დღესთან დაკავშირებით გურჯაანში ახალგაზრდა მწერალთან შეხვედრა გაიმართება
მწერალი ისაუბრებს მხატვრულ ლიტერატურაზე და მისი ავტორობით გამოცემულ წიგნებზე. შეხვედრის მიზანია, გურჯაანში მცხოვრები ახალგაზრდების გააქტიურება და წიგნის კითხვის კულტურის განვითარება. ღონისძიება იმართება გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და ამერიკაში მხცოვრები ემიგრანტის ცისნამი საყვარლიშვილის ინიციატივით,
საღამოს საინფორმაციო მხარდამჭერები არიან გაზეთები “კახეთის ხმა”, “სპექტრი” და “ტელეკომპანია გურჯაანი”.