ახალი ამბები

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ თელავის ოფისს ზურა მირზიკაშვილი უხელმძღვანელებს

ორგანიზაციის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელად ზურა მირზიკაშვილი დაინიშნა. ორგანიზაციის წარმომადგენლებმა თელავში შეხვედრა გამართეს და ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებს სამომავლო გეგმებზე ესაუბრნენ. შეხვედრაზე რეგიონში არსებულ პრობლემებსა და ჟურნალისტებთან თანამშრომლობის საკითხებეც იმსჯელეს. 
,,შევხვდით ჟურნალისტებს და მათთან ერთად დავგეგმეთ სამომავლო პარტნიორობის სტრატეგია. მაისის დასაწყისიდან ჩვენ დავიწყებთ მოსახლეობისთვის უფასო იურიდიული მომსახურების გაწევას, აქტიურად ვიქნებით ჩართულები მონიტორინგში და თვალს მივადევნებთ, რამდენად ეფექტიანად იხარჯება საბიუჯეტო სახსრები მუნიციპალიტეტებში”, – განუცხადა Knews.ge-ს ზურა მირზიკაშვილმა.