თელავში ტაქსის ახალმა კომპანიამ ფილიალი გახსნა
კომპანიის წარმომადგენლები სამარშრუტო ტაქსების მძღოლებს და დაინტერესებულ პირებს შეხვდნენ, მოისმინეს მათი პრობლემების შესახებ და მისი გადაჭრის გზებზე იმსჯელეს.
კომპანიის თელავის ოფისის მენეჯერის, ნიკოლოზ მეფარიშვილის თქმით, ნებისმიერ მსურველს, ვისაც ავტომანქანა ყავს და უმუშევარია დასაქმებას სთავაზობენ. მისივე თქმით, ეს ხელს შეუწყობს ქალაქში დასაქმებულთა რაოდენობის გაზრდას.
,,თელავში მუშაობა ცოტა ხნის წინ დავიწყეთ, გვაქვს ავტოსატრანსპორტო კომპანია და15 ავტომანქანა. იაფად ვემსახურებით მოსახლეობას სხვა ტაქსებთან შედარებით. ვცდილობთ თელაველები იყვნენ კმაყოფილები. იმისთვის რომ უმუშევართა რიცხვიც შემცირდეს და კომპანიაც გაფართოვდეს, ჩავატარეთ აქცია თელავში შევხვდით ტაქსების მძღოლებს, გავესაუბრეთ, ვკითხეთ რა პრობლემები აქვთ, როგორ შეგვიძლია დავუდგეთ გვერდში და დავეხმაროთ მათ სტაბილური სამსახურის მოძიებაში. ვიწვევთ ყველა დაინტერესებულ პირს ჩვენთან სამუშაოდ,’‘- განუცხადა knews.ge-ს ნიკოლოზ მეფარიშვილმა.