,,საქართველოს განვითარების ფონდმა” ახმეტაში რაიონული ოფისი გახსნა
ბურჭულაძემ ორგანიზაციის წევრებთან ერთად ახმეტასა და პანკისში ადგილობრივებთან შეხვედრებიც გამართა. მან ახმეტის კულტურის ცენტრში შეკრებილ მოსახლეობას ფონდის მიზნები და გეგმები გააცნო.
,,საქართველოს განვითარების ფონდში” აცხადებენ, რომ ორგანიზაციის დამფუძნებელმა ადგილობრივების პრობლემები მოისმინა და მისი მოგვარებისთვის ერთობლივი მუშაობა შესთავაზა.
როგორც პაატა ბურჭულაძემ მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, ხელისუფლებამ მოსახლეობის ნაწილს ფონდის წევრებთან შეხვედრის საშუალება არ მისცა და მათ გადაადგილებისას პრობლემები შეუქმნა.
„უკვე დაიწყო პროცესი, როდესაც არ უშვებენ ხალხს ტრანსპორტში, რომ მათ ვერ შეძლონ ჩვენთან შეხვედრა, თუმცა ხალხი მაინც მოვიდა ფეხით. მე პირობას ვაძლევ ყველას, რომ ჩვენ დავიცავთ მათ ინტერესებს და აუცილებლად შევხვდებით იმ ადამიანებსაც, ვინც ვერ მოვიდა”, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას პაატა ბურჭულაძემ.