ახალი ამბები

დღეიდან საჯარო სკოლების მასწავლებლების ხელფასი იზრდება

მინიმალური კვალიფიკაციის მქონე პედაგოგებს მინიმალური ანაზღაურება 405 ლარი ექნებათ. კვალიფიკაციის მატებასთან ერთად იზრდება ხელფასი და დანამატიც, რომელიც 1000 ლარს გაუტოლდება.
როგორც knews.ge-ს განათლების და მეცნიერების სამინისტროში განუცხადეს, ეს ხელფასების გაზრდის მეორე ეტაპია, მესამე ეტაპი კი 2017 წლის იანვრიდან ამოქმედდება და მასწავლებლების ყოველთვიური შრომის ანაზღაურება კიდევ უფრო მოიმატებს.