2015 წელს კახეთის რეგიონში 5 212 ბავშვი დაიბადა
ბუნებრივმა მატებამ 255 შეადგინა. როგორც knews.ge-ს სტატისტიკის ეროვნული სამსახურში განუცხადეს, გასულ წელს ქვეყნის მასშტაბით დაიბადა 59 249 ბავშვი, საიდანაც 30 902 ბიჭია, 28 347 კი გოგო. ეს მაჩვენებელი წინა წინა წელთან შედარებით 2,3 პროცენტით ნაკლებია. უწყების ცნობით, ცოცხლად დაბადებულთა საერთო რიცხოვნობაში გაიზარდა მესამე და მომდევნო შვილების წილი, პირველი შვილის წილი კი შემცირდა. 2015 წლის ბუნებრივმა მატებამ, რაც ცოცხლად დაბადებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობას შორის სხვაობაა, 10 128 შეადგინა. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით 12,3%-ით არის შემცირებული.