ახმეტელმა ძიუდოისტებმა ისრაელში 7 მედალი მიიღეს
მწვრთნელების ზეზვა შათირიშვილის და მამუკა აბრამიშვილის განცხადებით, სპორტსმენებმა 4 ოქროს,1 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედლები მიიღეს. 30კგ/წ კატეგორიაში რატი იმერლიშვილმა, 34კგ/წ კატეგორიაში ირაკლი ქავთარაშვილმა, 42კგ/წ კატეგორიაში ნიკა მორბედაძემ და 50კგ/წ კატეგორიაში მათე ჩაფურიშვილმა პირველი ადგილი დაიკავეს. გიორგი არაბული მეორე ადგილის მფლობელი 38კგ/წ კატეგორიაში გახდა. თადო შათირიშვილი და დავით ქერაული 34კგ/წ კატეგორიაში მესამე ადგილზე გავიდნენ.
ფესტივალში სულ 7 ქვეყანა მონაწილეობდა: გერმანია, პოლონეთი, რუსეთი, საბერძნეთი, უკრაინა, საქართველო, ლატვია და ისრაელი.